Skip to main contentSkip to footer
ზოგადი

რამდენად ადვილია ხელმისაწვდომი საცხოვრებლის პოვნა ბულგარეთში?

ბულგარეთში ხელმისაწვდომი საცხოვრებლის პოვნა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის: მდებარეობაზე, უძრავი ქონების ტიპზე და ბიუჯეტზე, რომელსაც ძიებისას პირი ითვალისწინებს. დიდ ქალაქებში -სოფიაში, პლოვდივში, ვარნასა და ბურგასში საცხოვრებელი, როგორც წესი, უფრო ძვირია, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში. თუმცა, უფრო ხელმისაწვდომი ვარიანტების პოვნა შესაძლებელია გარეუბნებში. პატარა დასახლებებში საცხოვრებლის ფასები მნიშვნელოვნად დაბალია. როგორც ქირა, ისე უძრავი ქონების შეძენის ფასი შედარებით უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე დიდ ქალაქებში. ტურისტულ ზონებში საცხოვრებელი სახლების მნიშვნელოვანი ნაწილი ქირავდება მოკლევადიან პერსპექტივაში, რაც ამცირებს გრძელვადიანი ქირავნობის შესაძლებლობებს. აღსანიშნავია, რომ სეზონური მუშაკებისთვის დამსაქმებლები ხშირად უზრუნველყოფენ საცხოვრებლით – განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე დასაქმებულთათვის.

2024 წლის პირველ კვარტალში საცხოვრებელი ფასები 7.1%-ით გაიზარდა. ყველაზე დიდი ფასების ზრდა დაფიქსირდა ვარნაში, შემდეგ სოფიაში და სტარაზეაგორაში. საპირისპიროდ, ფასების კლება აღინიშნა რუსეში.