ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნულმა სტატისტიკურმა ინსტიტუტმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა შეჯამებული ინფორმაცია 2024 წლის განმავლობაში ბულგარეთში სხვადასხვა სექტორში დასაქმებულთა (შრომითი და სამოქალაქო-სამსახურო ხელშეკრულებების საფუძველზე) საშუალო საერთო (გროსი) თვიური ხელფასების შესახებ.
საგანმანათლებლო სექტორში საშუალო თვიური გროსი ხელფასი მერყეობს 1628 ლევიდან 1841 ლევამდე; სამთო მრეწველობაში 2598 ლევიდან 2992 ლევამდე; ტრანსპორტის სექტორში 1816 ლევიდან 2003 ლევამდე; ხოლო HoReCa სექტორში (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები) 1351 ლევიდან 1527 ლევამდე.