Skip to main contentSkip to footer
მოთხოვნები

სტუდენტები

საჭირო ვიზის ტიპი
ტიპი D
სხვა დოკუმენტები
ბინადრობის ნებართვა
სხვა დოკუმენტები
მუშაობის ნებართვა

მესამე ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბულგარეთში სწავლას აპირებენ, ამას შემდეგი პირობებით შეძლებენ:

  • ისინი არიან სტუდენტები, ჩარიცხულნი სრული განაკვეთის პროგრამაზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • ისინი არიან საშუალო სკოლის მოსწავლეები (საშუალო განათლება), რომლებიც მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში;

ბულგარეთში საგანმანათლებლო მიზნით ცხოვრებისათვის საჭიროა:

  • გრძელვადიანი ვიზა – „D“ ტიპის ვიზა;
  • ბინადრობის ნებართვა;

საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან პროგრამაში ჩარიცხვის შემდეგ, სტუდენტმა უნდა მიმართოს ბულგარეთის საელჩოს ან საკონსულოს საკუთარ ქვეყანაში სტუდენტური „D“ ტიპის ვიზის მისაღებად. ბულგარეთში მოქმედი ვიზით ჩასვლის შემდეგ კი საჭიროა ბინადრობის ნებართვის მიღება მიგრაციის დირექტორატიდან.

ვიზის გასაცემად საჭირო დოკუმენტები:

  • სწავლის პროგრამაში ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საცხოვრებლის დამადასტურებელი დოკუმენტი ბულგარეთში;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • საკმარისი ფინანსური რესურსების არსებობა, რომლებიც უზრუნველყოფს ცხოვრების ხარჯებისა და სამშობლოში დაბრუნების დაფარვას;
  • სამედიცინო ცნობას.

ბინადრობის ნებართვა

  • ბინადრობის ნებართვა მოქმედებს სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობის განმავლობაში, მაქსიმუმ ერთი წლით, და შესაძლებელია მისი განახლება;
  • ნებართვა ავტომატურად წყდება სასწავლო პროგრამის დასრულებისას;
  • ბულგარეთში ჩასვლის შემდეგ საცხოვრებელი მისამართი მიგრაციის დირექტორატში უნდა დარეგისტრირდეს 5 დღის ვადაში;
  • სასწავლო კურსის შეცვლა აკრძალულია – ასეთ შემთხვევაში უნდა წარდგეს ახალი განაცხადი.

დასაქმება სტუდენტებისთვის

  • სასწავლო წლის განმავლობაში და ოფიციალურ არდადეგებზე სტუდენტებს სამუშაო ნებართვა არ სჭირდებათ ნაწილობრივი დასაქმებისთვის, კვირაში 20 საათამდე;
  • სტუდენტები, რომლებსაც სწავლის დასრულების შემდეგ სურთ დარჩენა და მუშაობა ბულგარეთში, ვალდებულნი არიან განაცხადონ სამუშაო ნებართვის მიღებაზე იმავე პირობებით, რაც სხვა მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოქმედებს;
  • სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტს ენიჭება 9-თვიანი პერიოდი, რომლის განმავლობაში შეუძლია სამსახურის მოძებნა და დასაქმება. ამ შემთხვევაში სტუდენტმა უნდა დარეგისტრირდეს დასაქმების სააგენტოში 7 სამუშაო დღეში და ისარგებლოს დასაქმების ხელშეწყობის სერვისებით.

სპეციალური შემთხვევები

სტუდენტს შეუძლია ბულგარეთში ჩასვლა სხვა ევროკავშირის ქვეყნის მიერ გაცემული მოქმედი ბინადრობის ნებართვით, თუ იგი მონაწილეობს ევროკავშირის პროგრამაში (მაგ., Erasmus), ან სხვა მრავალმხრივ საგანმანათლებლო პროგრამაში, რომელიც მოიცავს სწავლას ორ ან მეტ ევროკავშირის ქვეყანაში, მათ შორის ერთ-ერთში ბულგარეთში. ასეთ შემთხვევაში ბულგარეთში შესვლისა და ცხოვრების უფლება ენიჭება მაქსიმუმ ერთი წლით.

სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებას შესაძლოა ჰქონდეს დამატებითი მოთხოვნები.