2025 წლის 27–30 მაისს, მოლდოვის რესპუბლიკის დედაქალაქ ქიშინიოვში, გაიმართა საინფორმაციო ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა მოლდოვიდან ბულგარეთსა და ევროკავშირში ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობებს. ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპის ინსტიტუტის ფონდის მიერ, პროექტის „მოლდოვიდან და საქართველოდან ბულგარეთში ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელიც ფინანსდება AMIF 2021–2027 პროგრამით.
ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს ქ-ნმა მაია დობრევამ, ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მოლდოვის რესპუბლიკაში, ქ-ნმა ლიუბოვ პანაიოტოვამ, ევროპის ინსტიტუტის დირექტორმა, და ქ-ნმა ლილია პლუგარუმ, მოლდოვის დასაქმების ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ.
დღის წესრიგი მოიცავდა ლეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებულ მრავალ თემას, მათ შორის: ბულგარეთში ლეგალური ბინადრობისა და მუშაობის სამართლებრივ ჩარჩოსა და შესაძლებლობებს; ბულგარეთში შრომით ბაზარზე წვდომას ბულგარეთსა და მოლდოვას შორის შრომითი მიგრაციის შეთანხმების საფუძველზე; ევროკავშირში ლეგალური მიგრაციის სარგებელსა და გამოწვევებს; ასევე კარგი პრაქტიკის მაგალითებს ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა გერმანია. მეორე დღეს გაიმართა საინფორმაციო სიმულაციური ტური, რომელმაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა გაცნობოდნენ ბულგარეთში ლეგალური დასაქმების დაწყების კონკრეტულ ნაბიჯებს, ვიზებისა და ბინადრობის ნებართვების, ასევე ევროკავშირის ლურჯი ბარათის გაცემის პროცედურებს. მონაწილეებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, სპეციალურად მოწყობილ საინფორმაციო კუთხეებში დაესვათ კითხვები და მიეღოთ უფასო თემატური საინფორმაციო და სარეკლამო მასალები.





































































